მედიაკავშირი „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი 1988 წლის ნომებრის შიმშილობას იხსენებს:
„თბილისი, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა.
23 ნოემბერი.
დიდი მადლობა რეჟისორ გოგა ხაინდრავას და ჩემს ბავშვობის მეგობარს ნინო მიქიაშვილს ამ ჩემთვის უძვირფასესი კადრებისთვის.
კარგად დააკვირდით, ვის გვერდით ვიდექი 17 წლის ბიჭი და რა იდეალებისთვის ვიბრძოდით მაშინდელი ახალგაზრდები.
ამ სურათში ერთაოზ ბრეგვაძეს ვგავარ.
ჩვენც ცათმფრენს ვაგებდით, თუმცა შერეკილები არ ვიყავით."- წერს მძინარაშვილი.