logo_geo
eng_logo
აშშ-ის შემდეგ, კიევიდან დიპლომატების ევაკუაციას ბრიტანეთიც იწყებს
- +

24 იანვარი. 2022. 13:37

 

დიდმა ბრიტანეთმა კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა დაახლოებით ნახევრის ევაკუაცია დაიწყო.

 

ამის შესახებ BBC წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

 

„საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელი და მათი ოჯახები გაჰყავს კიევიდან, რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.

 

როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დიპლომატებისთვის კონკრეტული საფრთხე არ ყოფილა, მაგრამ გადაწყდა, რომ კიევში მომუშავე თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდებოდა.

 

ამასთან, მუშაობას გააგრძელებს კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობა.

 

მანამდე, კიევიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების მიერ, უკრაინის სავალდებულო დატოვების განკარგულება, სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner