logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს
- +

24 იანვარი. 2022. 13:41

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

 

„ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, რადგან რაიმე კონკრეტული მიზეზი არ ვიცით, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გვაცნობებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე ვერ ვხედავ უკრაინის დატოვების მიზეზს, თუ მდივანი ბლინკენი არ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომელიც ამ ნაბიჯს გაამართლებს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner