logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზამ“ ვანესა მეის კონცერტთან დაკავშირებით ცვლილება განახორციელა
- +

4 აგვისტო. 2016. 03:25


6 აგვისტოს „Black Sea Arena"-ზე ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა.


4 ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს.


მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51. ურეკიდან გამოვა 7 აგვისტოს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.


საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner