logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ
- +

24 იანვარი. 2022. 14:07

 

„ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთის, აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მათი ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს 20% ოკუპირებულია:

 

„ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთის, აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე. აზრებიცაა და აზრებიც, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა „წარმატებით“ იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ... 152 სოფელი დაკარგეს (თუმცა მათმა ბელადმა სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა), შემდეგ 20% ოკუპაცია. ასე, რომ რადიკალების, „ნაციონალების“ ყალბი გულისტკივილი მშვიდობის მისამართით ცოტა არ იყოს და ამორალურია“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner