logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: პაპუაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი!
- +

4 აგვისტო. 2016. 03:35


კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს და თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ყოფილი პრეზიდენტის ხელის ბიჭს უწოდებს.


ხაინდრავა იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირველ წლებში მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.


„პაპუაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ხელისბიჭი, მე მას ვიცნობ 2003 წლიდან, ჩვენ ერთმაგიდასთან ვისხედით, ხან ერთი მინისტრი იყო, ხან მეორე, ხან მესამე, გამუდმებით რიალებდა იმიტომ, რომ დავალებების უზადო შემსრულებელი იყო ყოველთვის.

პაპუაშვილის ბოლო დავალება არის კრიმინალი, ისევე როგორც კრიმინალები არიან მისი თანამონაწილე სამი მოსართლე, კოპალეიშვილი, ამირიძე და ვარძელაშვილი. ეს ადამიანები ერთმანეთთან კუდებით არიან გადაბმულები წლების მანძილზე.

ისინი ასრულებენ უცო ქვეყნის მოქალაქის და უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან"  -აცხადებს ხაინდრავა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner