„ქვეყანაში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ინსტიტუციურად გააძლიერა როგორც პერსონალური მონაცემების კუთხით არსებული სახელმწიფო სისტემა, ასევე საგამოძიებო კუთხით არსებული შესაბამისი უწყება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„შეიქმნა ორი უწყება. ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა მოეხსნა ამ სისტემას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელმძღვანელების შერჩევაზე შესაბამისი გასაუბრებები და კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან. ყველას აქვს ამ თანამდებობის დაკავების უფლება, თუკი ის აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. პროცესი არის ძალიან ღია და გამჭვირვალე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.