logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა
- +

24 იანვარი. 2022. 20:14

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დმიტრო კულებასა და დავით ზალკალიანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა კიევში საქართველოს საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის განზრახვის არარსებობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ დიმიტრი კულება და დავით ზალკალიანი შეთანხმდნენ საერთო პოზიციაზე: უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე რუსეთთან დათმობაზე წასვლა მიუღებელია.

 

დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner