logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: შეუძლებელია საუბარი ახალ გამყოფ ხაზებზე, ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები
- +

24 იანვარი. 2022. 20:16

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებს სურთ, უკრაინასთან დაკავშირებით ვითარება დეესკალაციისკენ წაიყვანონ.

 

ზალკალიანის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას სთავაზობენ თემებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არსებული ვითარების განმუხტვის საშუალებას იძლევა.

 

ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეუძლებელია საუბარი გავლენის სფეროებზე, ახალ გამყოფ ხაზებზე, ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს დაფიქსირდა კიდეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

 

„დასავლელი პარტნიორების პოზიციაა, რომ მათ სურთ, სიტუაცია დეესკალაციისკენ წაიყვანონ. ამიტომ ისინი რუსეთის ფედერაციას სთავაზობენ თემებს, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას, თუკი მათი მხრიდან არის პოლიტიკური ნება, რომ განიმუხტოს არსებული სიტუაცია, ამის საშუალებას ჩვენი დასავლელი პარტნიორები აძლევენ რუსეთის ფედერაციას, ეს ასევე დაფიქსირებული იქნება წერილობით პასუხში, რომელსაც ამერიკელი პარტნიორები უახლოეს დღეებში მიაწვდიან რუსეთის ფედერაციას, რომ არის მიმართულებები, რომელზეც შეიძლება საუბარი, მათ შორის განიარაღების კუთხით, მათ შორის სხვადასხვა შეთანხმებასთან დაკავშირებით, საიდანაც რუსეთის ფედერაცია გამოვიდა. თუკი რუსეთის მხრიდანაც იქნა ნება, რომ წავიდნენ დეესკალაციის მიმართულებით, სწორედ ეს მისცემს საფუძველს, რაც გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ არ იქნება დათმობები იმ წითელ ხაზებთან მიმართებაში, რაც არის ფუნდამენტური, რაც არის დაკავშირებული მიღებულ გადაწყვეტილებებთან, მათ შორის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებთან, არის დაფიქსირებული შემდგომ მინისტერიალებში, მათ შორის 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე. სულ ცოტა ხნის წინ, ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობა მივიღე მინისტერიალზე რიგაში, სადაც აღნიშნული კიდევ ერთხელ იყო დაფიქსირებული და ის, რომ შეუძლებელია საუბარი გავლენის სფეროებზე, ახალ გამყოფ ხაზებზე, ნებისმიერ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები. ჩემი მხრიდან ეს უნდა იყოს ასევე დაკავშირებული ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან, ასევე ჩვენს სუვერენულ არჩევანთან უსაფრთხოების ალიანსებთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner