მსახიობი ლალი ბადურაშვილი წინასაარჩევნო მარათონს საკუთარ შეფასებას აძლევს და ხმამაღლა აცხადებს:
„ხალხო, ნაციონალები ოპოზიციონერები კი არა, ჩასაფრებული ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთ დანაშაულებზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ჩვენ ჩაგვედინოს. შეცდომებს გავითვალისწინებთო... არადა, მკვლელობები, 300 ათასი პრობაციონერი, ქართული გენეტიკის მოშლა და ხალხის წელში გადატეხა შეცდომა კი არა, დანაშაულია! მაგათი სავიზიტო ბარათი უტიფრობაა, შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ვერ ხედავთ, სამოქალაქო ომის გაჩაღება უნდათ?!
იმედი მაქვს, სანდრას გამოსვლებით და მაგის „დიდოუ ნანათი" სამეგრელოში აღარ მოტყუდებიან. ნაციონალებისგან ამდენი შეურაცხყოფისა და მამაკაცების გაუპატიურების მერე მეგრელები მაგათ ხმას როგორ მისცემენ?"- აცხადებს ბადურაშვილი.