logo_geo
eng_logo
ჯეპე კოფოდი: თუ რუსეთი უკან არ დაიხევს მივიღებთ ისეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს, რაც მის სრულ იზოლაციას გამოიწვევს
- +

24 იანვარი. 2022. 20:44

 

„რუსეთის მიზანი ევროპა გავლენის სფეროებად დაჰყოს არის კატეგორიულად მიუღებელი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპს და ევროპის უსაფრთხოების წესრიგს, უკრაინის და ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეპე კოფოდიმ განაცხადა.

 

„ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა. 27 სახელმწიფო დგას ერთად. ვართ სრულ კოორდინაციაში აშშ- თან. ჩვენ ვართ მზად ისეთი სანქციების მისაღებად, რომლებსაც აქამდე ადგილი არ ჰქონია თუ რუსეთი გააგრძელებს და უკრაინაში ისევ შეიჭრება. რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს, რაც რუსეთის სრულ იზოლაციას გამოიწვევს“, - განაცხადა ჯეპე კოფოდიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner