„რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპაში უსაფრთოების სტრუქტურას და ხელახლა ააშენოს გავლენის სფეროები, ჩვენ ამ მიმართულები, ერთიანი პოზიციის აგებას განვაგრძობთ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ევროკავშირის ყველა წევრი ერთიანია - ჩვენ უპრეცედენტო ერთობა გვაქვს უკრაინის საკითხზე“, - განაცხადა ბორელმა.