logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
- +

24 იანვარი. 2022. 20:47

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შაერლ მიშელთან სატელეფონო საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

 

„უკრაინა არ აყვება პროვოკაციებს, პირიქით, სიმშვიდეს შეინარჩუნებს თავის პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner