logo_geo
eng_logo
სიმონ კოვინიე: რუსეთის მიმართ უნდა დაწესდეს ისეთი შეზღუდვები, რაც ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირს არ მიუღია
- +

24 იანვარი. 2022. 20:50

 

„მნიშვნელოვანი დღეა. გადამწყვეტ დატვირთვას ატარებს ჩვენი ერთიანობა, რაც იქნება დაწყებული მსჯელობის განგრძობადობა“, - რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე კომენტარი ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიმონ კოვინიემ გააკეთა.

 

„ჩვენი ძლიერი გზავნილი უნდა იყოს სწრაფ სანქციებთან მიმართებაში. ეს უნდა იყოს ისეთი შეზღუდვები, რაც ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირს არ მიუღია. მე კოლეგებს უნდა გავუზიარო ასევე შეშფოთება რუსეთის შეტყობინებაზე, ჩვენი საზღვრიდან 240 კილომეტრში სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით“, - განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner