logo_geo
eng_logo
კანადის პრემიერის განცხადებით, კანადელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ამ ეტაპზე უკრაინაში რჩებიან
- +

24 იანვარი. 2022. 21:00

 

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ამ ეტაპზე უკრაინაში რჩებიან, თუმცა ოფიციალური ოტავა მუდმივად აფასებს მათი უსაფრთხოების სტატუსს.

 

„უამრავი საგანგებო გეგმა არსებობს. კანადელი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, უმთავრესია. გადაწყვეტილებას ადგილზე უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე მივიღებთ“, - აღნიშნა ჯასტინ ტრუდომ.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner