აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მისი პრეზიდენტობის პირობებში არასდროს მოხდებოდა.
„ის, რაც რუსეთთან და უკრაინასთან ხდება, არასდროს მოხდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამის შესაძლებლობაც კი არ იქნებოდა!“ - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.