logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას განიხილავს
- +

24 იანვარი. 2022. 21:33

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებთან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას, მათ შორის უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობას განიხილავს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

 

ჯო ბაიდენი საუბარს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან.

 

მანამდე გაზეთ The New York Times-მა აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner