საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ პაპუაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
„გულითადად ვულოცავ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი საერთო ღირებულებების, მიზნებისა და დღის წესრიგის წინსვლისთვის“, - წერს პაპუაშვილი.