logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მოლაშვილის ნაწამები სხეული და სააკაშვილის იერი (ზის და არ მინდა შედარებები გავაკეთო) ვერ გაგისხვავებიათ ერთმანეთისგან
- +

24 იანვარი. 2022. 22:57

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლიციელს, რომელიც უღირსად მოიქცა, აუცილებლად დასჯიან, ოღონდ არა "без суда и следствия", "ტროიკების" გადაწყვეტილებით, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, არამედ კანონის სრული დაცვით.

 

წინა ხელისუფლების სადამსჯელო სისტემის წარმომადგენლების და მათი ფან-კლუბის ხმაური ცინიკური და გულის ამრევია.

 

მოლაშვილის ნაწამები სხეული და სააკაშვილის იერი (ზის და არ მინდა შედარებები გავაკეთო) ვერ გაგისხვავებიათ ერთმანეთისგან.

ფუქსებში ვირთხებთან ყრიდით ხალხს. ხმას როგორ იღებთ?!

ეს ორკესტრირებული ჟრიამული გგონიათ პოლიტიკა.

თქვენს ფარისევლობას ხალხი არასდროს მიიღებს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner