logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს
- +

24 იანვარი. 2022. 23:09

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, თუმცა დოკუმენტი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს.

 

„ვფიქრობთ, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შედგეს. სომხეთი ამისთვის მზად არის. ჩვენ ასევე გვაქვს სამშვიდობო დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დღის წესრიგი. მაგრამ რაიმე ხელშეკრულების გაფორმებამდე მოლაპარაკებები უნდა შედგეს. სომხეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ საკითხის განხილვა პრობლემების გადაჭრას ემსახურება“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner