logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი კოტროლის ქვეშ არის - პანიკის მიზეზი არ არსებობს
- +

25 იანვარი. 2022. 00:35

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობენ.

 

„ყველაფერი კოტროლის ქვეშ არის. პანიკის მიზეზი არ არსებობს. სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. სიტუაციის სრულ დეესკალაციასა და მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ. მზად ვართ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner