logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ყოველთვის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ჩვენი მთავრობა, - ღია კარების მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვან
- +

25 იანვარი. 2022. 00:42

 

„ოპოზიცია ღია კარების მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვას, უფრო საგნობრივი და კონკრეტული საკითხია განცხადების და რეზოლუციის მიღება - ინტერფრაქციული შედეგი უნდა იყოს, სადაც ნატო-ს საკითხიც უნდა იყოს ასახული კიდევ ერთხელ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

 

„ვის შეიძლება ჭკუათმყოფელ ადამიანს, მით უმეტეს პარლამენტში მყოფ ადამიანს, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება იმაზე, რომ საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სახელმწიფო, უნდა ჰქონდეს თავისი არჩევანის უფლება, მათ შორის როგორ განისაზღვროს მისი უსაფრთხოება, ვისთან იყოს უსაფრთხოების კუთხით ალიანსში. როგორ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრება, რომ სხვისი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის შელახვა დაუშვებელია და ა.შ..

 

ხშირ შემთხვევაში წყალს ვნაყავთ ხოლმე, ვანგრევთ ღია კარებს, რადგან ამით გვგონია, რომ იმ შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს შევქმნით და წარმოვადგენთ „ქართულ ოცნებას“, რომ მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ აგრესიას ხელი შეუწყოს უკრაინაში? ამ აბსურდამდე დადიან. ამ აბსურდს არ აქვს მოსახლეობაში შესაბამისი აღქმა და ვერც ექნება.

 

ის, თუ რა ქმედებებს ატარებს ჩვენი მთავრობა, გამომდინარეობს ყოველთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან, ყოველთვის იმ პრინციპებიდან რომელზეც არის საერთაშორისო ურთიერთობები დამყარებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner