logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს
- +

25 იანვარი. 2022. 01:43

 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება, რათა მას დეესკალაციის გზა შესთავაზოს“, - აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის სივრცე არსებობს.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner