logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: აი, ამიტომ ხართ ლუზერის მდგომარეობაში, ნაცმიდრეკილებო!
- +

25 იანვარი. 2022. 11:40

 

 

POSTV-ის გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს.  ერთ-ერთს (ვინც იძალადა) სავარაუდოდ მკაცრი სასჯელი ელის.

 

რიგში დაეწყვნენ ნაცმიდრეკილები. თბილისელებს ჩმორებად გვნათლავდნენ, რომ გარეთ არ გამოვედით და ხელისუფლება არ „დავამხეთ“.

 

რატომ? ვინმე ჭკუათმყოფელს ეგონა, რომ  დანაშაულის ჩამდენ „სამართალდამცავებს“ კანონით არ აგებინებდნენ პასუხს?

 

აი, ამიტომ ხართ ლუზერის მდგომარეობაში, ნაცმიდრეკილებო. სული გიკაწკაწებთ, ისე გინდათ არეულობა. ხალხისგან ძალიან შორს ხართ... ძალიან“, - წერს შალვა რამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner