logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტს უხამსი ფრაზით მიმართა, მოგვიანებით კი, მოსაბოდიშებლად დაურეკა
- +

25 იანვარი. 2022. 12:07

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტს უხამსი სიტყვით მიმართა. შესაბამის ვიდეოჩანაწერს ამერიკული მედია ავრცელებს. პრესკონფერენციის დასრულებისას, როდესაც მედიის წარმომადგენლები დარბაზიდან იშლებოდნენ, თეთრ სახლში მომუშავე „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა, პიტერ დუსიმ ჯო ბაიდენს ინფლაციასთან დაკავშირებით ჰკითხა.

 

„ფიქრობთ თუ არა, რომ ინფლაცია არის პოლიტიკური ტვირთი შუალედური არჩევნების წინ?“ – ჰკითხა კორესპონდენტმა ბაიდენს, როდესაც ჟურნალისტები დარბაზიდან გადიოდნენ.

 

„ეს დიდი აქტივია, მეტი ინფლაცია“, – ამბობს ვიდეოში ბაიდენი. ასევე, ისმის ბაიდენის უხამსი ფრაზა: „What a stupid son of a bitch“.

 

უცნობია, იცოდა თუ არა ჯო ბაიდენმა, რომ მიკროფონი ჩართული იყო.

 

მოგვიანებით, პიტერ დუსიმ მედიასთან თქვა, რომ ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში პრეზიდენტმა მას მოსაბოდიშებლად დაურეკა და უთხრა – „არაფერი პირადული, მეგობარო“.

 

როგორც „სიენენი“ წერს, რამდენიმე დღით ადრე, „ფოქს ნიუსის“ სხვა კორესპონდენტმა, ჟაკი ჰაინრიხმა ბაიდენს ჰკითხა, რატომ ელოდება ის, როდის გადადგამს ვლადიმირ პუტინი პირველ ნაბიჯს უკრაინასთან მიმართებით, რაზეც ბაიდენმა ჩაილაპარაკა – „რა სულელური კითხვაა“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner