logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და უკრაინაშია
- +

25 იანვარი. 2022. 12:24

 

 

„ყველაფერს აკეთებ, რასაც შენგან საერთაშორისო საზოგადოება, შენი მეგობარი ხალხი და ქვეყანა, უკრაინა ელის, ამ დროს ოპოზიცია გეუბნება - ასე არა, რაღაც ქენი, თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და იქ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, იმით, რასაც ოპოზიცია მოგვიწოდებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსებმა თავის მიზნებს მიაღწიონ, ისევე, როგორც 2008 წელს, გულზე მჯიღი ვირტყით, ვიყვირეთ და 20% დავკარგეთ.

 

„თუ შენ არ იგინები, ე. ი. შენ ხარ პრორუსი და ემხრობი ანტიუკრაინულ პოზიციას, არა, პირიქით, ყველაფერს ვაკეთებთ  იმისთვის, რომ რუსეთმა თავის მიზნებს ვერ მიაღწიოს და იმით, რასაც ეს ხალხი მოგვიწოდებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსებმა თავის მიზნებს მიაღწიონ, ისევე, როგორც 2008 წელს, გულზე მჯიღი ვირტყით, ვიყვირეთ და 20% დავკარგეთ. ამას ითხოვენ დღეს, რომ იგივე ვქნათ და იგივე მოვუწოდოთ უკრაინასაც?

 

გაუგებარია ერთი შეხედვით მოტივი, ყველაფერს აკეთებ, რასაც შენგან საერთაშორისო საზოგადოება, შენი მეგობარი ხალხი და ქვეყანა, უკრაინა ელის, ამ დროს ოპოზიცია გეუბნება - ასე არა, რაღაც ქენი, თითქოს შურთ, რომ კონფლიქტი აქ არ არის და იქ არის, ასეთი შთაბეჭდილება გრჩება. თუ კონფლიქტი იქ არის, იქნებ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უკრაინაში კონფლიქტის და რუსეთის ინტერვენციის გარეშე დასრულდეს ეს სიტუაცია, არა, იქნებ აქაც იყოს. დასავლეთს ერთი თავის ტკივილი აქვს, უკრაინაში არ მოხდეს კონფლიქტის ბოლომდე გახურება, უცებ ესენი გვთხოვენ - ისეთი რიტორიკა აწარმოეთ და ისეთი ნაბიჯები გადადგით, რომ პირიქით, აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და დასავლეთი საერთოდ ვეღარ მიხვდეს, საით წარმართოს თავისი რესურსი  და ძალისხმევა. ვის ინტერესს ემსახურება ეს, თუ არა ამ რაღაც უაზრო, არაფერზე მდგარ, უსაფუძვლო ვითომ პატრიოტულ ფსევდო დღის წესრიგში ჯდომას“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

მისივე თქმით, სიტუაცია რეგიონში ძალიან სენსიტიურია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ ყველა მიმართულებით.

 

„რა თქმა უნდა, უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რადგან დღეს იქ წყდება ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები, ოღონდ ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ პროცესი უარესად კი არ დავაზიანოთ, არამედ ჩვენს თავსაც უშველოთ და იმ ხალხსაც“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner