„ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ნდობის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან განულებული მაქვს საერთოდ ნდობის საკითხი, ნულების პარადია, ჩემ თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“.
როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, დანამდვილებით იცის, რომ ოპოზიციიდან ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან .
შეკითხვაზე - ანუ ზეროა დღეს ოპოზიცია? ყველა? - გუბაზ სანიკიძე პასუხობს:
„რა თქმა უნდა, აბა რა, ვიღაც დიდი დოზით, მეც, ვიღაცა მეტი დოზით, ვიღაცა ნაკლები დოზით. მერე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი - ჩემთვის პირადად სუბიექტური პოზიცია, ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ნდობის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ. ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან განულებული მაქვს საერთოდ ნდობის საკითხი იმიტომ, რომ დანამდვილებით ვიცი, ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე, თუმცა გვარებს არ ასახელებს.
მისივე თქმით, მხოლოდ ერთი კაცია, ვინც ხელისუფლებასთან შეკრული არ არის და ეს მიხეილ სააკაშვილია.
„მე ერთ კაცში ვარ ბოლომდე დარწმუნებული 100%-ით, რომელიც ამ ხელისუფლებასთან შეკრული არ არის, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის თანამებრძოლად ვთვლი თავს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.