logo_geo
eng_logo
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს ჯანმო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კიდევ 5 წლით დარჩენა შესთავაზეს
- +

25 იანვარი. 2022. 16:33

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარეს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს თანამდებობაზე კიდევ 5 წლით დარჩენა შესთავაზა.

 

წესდების თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება 22-28 მაისს ჟენევაში გასამართ ასამბლეაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად იქნება მიღებული. არსებული ინფორმაციით, ჯანმო-ს მოქმედი ხელმძღვანელი ერთადერთი კანდიდატი იქნება.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჯანმო-ს თავმჯდომარე 2017 წელს გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner