logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: აგერ მეგისა ქარდავას გაუკეთებია განცხადება ძალადობაზე, მალე ბაჩო ახალაიაც დაგვმოძღვრავს
- +

25 იანვარი. 2022. 17:22

 

 

„ყველა თემა გააბაიბურეთ... ყველანაირი პროტესტი გააუფასურეთ... იცით, რატომ?... იმიტომ, რომ ყველა მოძალადე, ვინც კი სისტემურ ძალადობაში იყო შემჩნეული, მებაირაღეებად აქციეთ... პოლიტიკურ სტრატეგიად „ფეიკნიუსები“ გაიხადეთ... ერთი კაცის დაკრულზე დაიწყეთ ცეკვა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციას.

 

„გადაიარა ემოციებმა და დაიწყო „პოლიტ-ვიგოდნიკობა“... ნანუკა ჟორჟოლიანი დააყენეთ წინა ხაზზე პატ-ოპოზიციავ. ის მოგიყვებათ რა განსხვავებაა სისტემურ ძალადობასა და მოძალადე რიგითს შორის... რას ნიშნავს, დაუკვეთო ქმარს ვინმეს დასჯა პირადი მიზნებით და რას ნიშნავს მოძალადე პოლიციელის მომენტალური დაკავება... ყველა თემა გააბაიბურეთ... ყველანაირი პროტესტი გააუფასურეთ... იცით, რატომ?... იმიტომ, რომ ყველა მოძალადე, ვინც კი სისტემურ ძალადობაში იყო შემჩნეული, მებაირაღეებად აქციეთ... პოლიტიკურ სტრატეგიად „ფეიკნიუსები“ გაიხადეთ... ერთი კაცის დაკრულზე დაიწყეთ ცეკვა. საზოგადოება კარგად ხედავს რეალობას - ხელისუფლების რეაგირებას დანაშაულზე და ოპოზიციას მიტმასნილ მოძალადეებს შორის... აგერ მეგისა ქარდავას გაუკეთებია განცხადება ძალადობაზე... მალე ბაჩო ახალაიაც დაგვმოძღვრავს... „ლუზერი ოპოზიცია“ ( გუბაზის დარქმეულია) ისევ იმ მდინარესთან ზის და თევზაობს - იქნებ ოქროს თევზი ამოჰყვეს ანკესს და რევოლუციას ჩაუთქვამენ. არადა გახვრეტილი ჩექმის მეტი არაფერი რჩებათ ხოლმე ანკესზე...

 

P.S. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“... ისევ იმავე წრეზე წავიდნენ“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner