logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: თქვენი ჯალათობრივი სისტემისგან განსხვავებით, დღეს კანონი კანონობს და ხედავთ, რომ ორივე მოძალადე დაკავებულია
- +

25 იანვარი. 2022. 17:24

 

 

„სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირებით დაკომპლექტებული ოპოზიციის მხრიდან სამართალდამცავი პირის მიერ შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გულზე მჯიღის ცემა მხოლოდ პოლიტიკური სარკაზმია, რადგან თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ერთი და ორი ადამიანი არ არის ქართული პოლიცია“, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქციებს ეხმიანება.

 

მისი განმარტებით, 2012 წლის შემდეგ პოლიციამ სახე იცვალა და დღეს, რიგითი პოლიციელიც გმირია და ქართული პოლიცია კანონთან ერთად სინდისზე და ადამიანობაზე დგას:

 

„სისტემური დანაშაულის ჩამდენი პირებით დაკომპლექტებული ოპოზიციის მხრიდან სამართალდამცავი პირის მიერ შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გულზე მჯიღის ცემა მხოლოდ პოლიტიკური სარკაზმია, რადგან თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ერთი და ორი ადამიანი არ არის ქართული პოლიცია. იმასაც ხედავთ, რომ 2012 წლის შემდეგ ქართული პოლიციის სახე სულ სხვაგვარია. დღეს ქართული პოლიციის რიგითი პოლიციელიც გმირია და ქართული პოლიცია კანონთან ერთად სინდისზე და ადამიანობაზე დგას! თქვენი ჯალათობრივი სისტემისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ რიგითი მოქალაქეები თავს ვიცავდით დამცველთაგან ანუ პოლიციისგან და სადაც დანაშაულის ჩამდენ პირს აწინაურებდით და პრემიებს ურიცხავდით. დღეს კანონი კანონობს და ხედავთ, რომ ორივე მოძალადე დაკავებულია. ისინი კანონის წინაშე სრულად აგებენ პასუხს და მიიღებენ მაქსიმალურ სასჯელს. მორჩით, ზედმეტ სპეკულაციებს ვითომ და მართლა გაღელვებთ რამე. სირცხვილია!“ - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner