logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დღეს არაპოლიტიზებული პოლიციის დამუნათება მიუღებელია, განსაკუთრებით იმ სეგმენტისგან, რომელიც სააკაშვილ-მერაბიშვილის უკანონობისას ჩუმად იყო
- +

25 იანვარი. 2022. 17:29

 

 

„ჩემთვის პოლიციელი გმირია. ოფიცრები 24/7 იცავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა, მეტროს სადგურშია, მოძრავ ეკიპაჟშია, საოკუპაციო ხაზთანაა თუ სხვაგან“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

როგორც აბაშიძე წერს, პოლიციელების დამუნათება მიუღებელია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც სააკაშვილი მერაბიშვილის დროს ჩუმად იყო.

 

„ჩემთვის პოლიციელი გმირია. ოფიცრები 24/7 იცავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა მეტროს სადგურშია, მოძრავ ეკიპაჟშია, საოკუპაციო ხაზთანაა თუ სხვაგან. დღეს, არაპოლიტიზებული პოლიციის დამუნათება კატეგორიულად მიუღებელია! განსაკუთრებით იმ ჩლუნგი სეგმენტისგან, რომელიც სააკაშვილ-მერაბიშვილის უკანონობისას, სამარცხვინოდ ჩუმად იყო! ცალკეული უღირსნი არიან როგორც პოლიციაში, ასევე, სამღვდელოებაში. და რა, უღირსი სასულიერო პირის გამო ქრისტეს უარი ვუთხრა?! ვერასოდეს! მადლობა და პატივისცემა პოლიციელებს და ნებისმიერი დარგის არაანგაჟირებულ სპეციალისტებს!“ - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner