logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თქვენს ამორალურ სპეკულაციებს მოსახლეობა არ აჰყვება!
- +

25 იანვარი. 2022. 17:30

 

 

მეტროში პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე ოპოზიციის აქციებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება

 

„ამიტომ ხართ ამორალურები, ერთი მესიჯბოქსით რომ გამოცვივდით შშმ პირის ცემის გამო. აგიხსნით პოპულარულად.

 

ნაციონალები და მათ მოკავშირეები სრულ სასოწარკვეთაში არიან, ხალხი რომ არ გამოცვივდა ქუჩაში. ზოგი ფეისბუქს აბრალებს. ზოგი წერს „თავჩაქინდრული თბილისიო“. იქით იან კელი გამომხტარა. ეტყობა, იმის ფეისბუქსაც თბილისიდან მართავენ.

 

იცით, ხალხი რატომ არ გამოცვივდა ქუჩაში?

 

ორი მიზეზია:

 

  1. იცოდნენ რომ დამნაშავეებს დააკავებდნენ და დააკავეს კიდეც;
  2. მთავარი, ამ პოლიციელს მინისტრის ცოლის ბრძანებით არ უცემია ეს შშმ პირი.

 

ხვდებით სხვაობას? შსს-ს დეპარტამენტების დირექტორები რომ დარაზმულიყვნენ ვინმეს ცოლის ან ცოლის დაქალის ბრძანებით, წაეყვანათ ეს პირი ქალაქგარეთ და ეცემათ, თბილისი კი არა, ქვეყანა დადგებოდა ფეხზე.

 

ასე რომ, თავჩაქინდრულებიც ხართ და საცივშითავჩაყოფილებიც.

 

ეს პოლიციელი რომ უნდა დასჯილიყო, ყველამ დავწერეთ გუშინ. ერთი კი არა, ორი პოლიციელი დააკავეს. თქვენი ფან-კლუბის გარდა, არავის ჰქონია იმის განცდა, რომ ვინმე ხელს დააფარებდა.

 

თქვენი ამორალურობის კიდევ ერთი დამადაატურებელი - შშმ თემის გამოყენება მოისურვეთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

უნდა დაგვაჯეროთ, რომ თქვენ გადარდებთ შშმ პირები და თემა? ერთ შშმ პირზე რომ დაწერა თქვენმა აქტივისტმა „გამოაგორესო“, გახსოვთ? ხალხს ახსოვს და „სქრინებიც“ დარჩა. ვინმემ გაკიცხეთ? ახლა გახდით შშმ პირების დამცველები?

 

ერთმა, ადრე პოლიტიკაში მყოფმა, დაწერა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სააკაშვილმა სასამართლომდე, ანუ „განყოფილებაში ცემა აღკვეთაო“.

 

ასეთი სიცრუე როგორ უნდა იკადრო?! მესმის, რომ „ოცნება“ სძულს, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი. არადა, ზუსტად მის დამფუძნებელს სანთლებს უნდა უნთებდეს.

ასე ძალიან ბნელა? სერგო თეთრაძეს მისჯილი ჰქონდა და სასამართლოს შემდეგ მოჰკლეს ცემაში? თეთრაძის მკვლელობა „განყოფილებაში ცემა“ არ იყო?! დამცირებაზე აღარაფერს ვწერ.

 

არ სცემდნენ სასამართლომდე, ცემაში კლავდნენ ან ცხრილავდნენ.

 

კიდევ კარგი, ციხეებში წამება აღიარა, ოღონდ გაკვრით. ახლა რომ გაუსკდა შშმ პირის გამო სიბრალულის ბუშტი, ისიც დაეწერა რამდენი ადამიანი აქციეს შშმ პირებად, ან სასამართლომდე, ან მის შემდეგ, ციხეებში?!

 

ღამის 3 საათზე პროკურორის, მოსამართლის და ნოტარიუსის „ტროიკები“ ქონებებს რომ ახევდნენ, ცემა-ტყეპის, ოჯახის წევრების დაკავების და დატერორების ფონზე, „განყოფილებაში ცემად“ არ ითვლება, ხომ?!

 

ერთ ქვეყანას ვერ დაასახელებთ, სადაც პოლიციელი გადაცდომებს ან დანაშაულს არ სჩადიოდეს. მთავარია, ეს ძალადობა არ მოდიოდეს ხელისუფლების წარმომადგენლების ბრძანებით და მსგავს ამორალურ დანაშაულს აუცილებლად მოჰყვეს შესაფერისი სასჯელი.

 

ამიტომ ვერ მოახდენთ თქვენ რევოლუციას და თქვენს ამორალურ სპეკულაციებს მოსახლეობა, როგორც „ოცნების“ მომხრეები, ისე მისი მოწინააღმდეგეები, არ აჰყვება“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner