logo_geo
eng_logo
ხორვატიის პრეზიდენტი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში ნატოს ძალების შემადგენლობიდან ჩვენს სამხედრო კონტინგენტს გავიყვანთ
- +

25 იანვარი. 2022. 19:04

 

 

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში ხორვატია ნატოს ძალების შემადგენლობიდან თავის სამხედრო კონტინგენტს გაიყვანს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

„მე ხორვატიის ჯარის მთავარსარდალი ვარ. მესმის განცხადებები, რომ ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას და სადაზვერვო გემებს აგზავნის. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, ამის გარანტიას მე გაძლევთ. ხორვატია არა მხოლოდ არ გაგზავნის, არამედ ესკალაციის შემთხვევაში გამოიყვანს ყველა თავის ჯარისკაცს“, - განაცხადა მილანოვიჩმა.

 

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება არა რუსეთს ან უკრაინას, არამედ „ამერიკის შიდა პოლიტიკის, კერძოდ კი ჯო ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის დინამიკას“. მილანოვიჩის შეფასებით, აშშ არათანმიმდევრულად მოქმედებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner