logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: თუ უკრაინის ზურგს უკან ვინმე უკრაინასთან დაკავშირებით დათმობაზე წავა, ჩვენ ამას არ მივიღებთ
- +

25 იანვარი. 2022. 19:36

 

 

„რუსეთთან კონფლიქტის საფრთხის დეესკალაციის ძალისხმევის ფარგლებში, უკრაინა არავის მისცემს უფლებას თავზე მოგვახვიოს დათმობები“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

 

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ მიიღებს რაიმე კომპრომისს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დამშვიდებას.

 

„თუ უკრაინის ზურგს უკან ვინმე უკრაინასთან დაკავშირებით დათმობაზე წავა, ჩვენ ამას არ მივიღებთ. ჩვენ არ ვიქნებით იმ ქვეყნის მდგომარეობაში, რომელიც ყურმილს აიღებს, დიდი ძალის მითითებებს მოისმენს და მას შეასრულებს. ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ ჩვენი მომავლისა და ჩვენი ბედის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner