logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე Unicef-ის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა
- +

25 იანვარი. 2022. 20:03

 

 

ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე Unicef-ის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა. შხვედრაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის მონიტორინგსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

„ჩვენ, კომიტეტს, დიდი ხნის და ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცილება გვაქვს Unicef-თან და ბატონ ღასან ხალილთან, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ ორგანიზაციას საქართველოში. მას ძალიან დიდი  დამსახურება მიუძღვის ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში. დასაფასებელია მისი პირადი მონაწილეობა და ჩართულობა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღების პროცესში. ახლა საქართველოს პარლამენტი კოდექსის  იმპლემენტაციის პროცესს აკვირდება, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით თანამშრომლობაც იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ბავშვთა უფლებების საბჭოსთან ერთად, რომელიც შექმნილია პარლამენტში სწორედ აღნიშნული კოდექსის მიხედვით. ჩვენ გვექნება თანამშრომლობის გაღრმავების გარკვეული ინიციატივები, რაც დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner