logo_geo
eng_logo
კანადა უკრაინაში თავისი დიპლომატების ოჯახის წევრებს ქვეყნიდან დროებით გაიყვანს
- +

25 იანვარი. 2022. 20:14

 

 

„კანადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინაში თავისი დიპლომატების ოჯახის წევრები ქვეყნიდან დროებით გაჰყავს“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

„უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების აქტიურობისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინიდან დროებით გავიყვანოთ კანადის საელჩოს თანამშრომლების 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მათი თანმხლები ოჯახის წევრები“, - ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner