logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: ვზივარ ახლა და ვფიქრობ, თეთრ არაგვს მივცე თავი თუ შავს გავყვე,თან გიჟივით ვიცინი!
- +

4 აგვისტო. 2016. 10:49



„მესიჯის საამო ხმა მომესმა, ვიფიქრე, ეგებ რამეთი განათდეს დღეთქო დავხედე და „ელიტ ელექტრონიქსი" მეკითხება: გცხელაო?" - წერს სოციალურ ქსელში პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი.



„ესე იგი ავდექი ფეკალურ განწყობაზე. რა ვიცი, ალბათ გლახა დამესიზმრა რამე, არ მახსოვს.

 

ჩავედი პროდუქტებზე უკვე დაძაბული და ეზოში მეზობელი მეუბნება ეგებ ტუალეტში არ მოწიოთ, ჩემთან ჩამოდის სუნიო. თვითონ მეორეზე ცხოვრობს და მე მეხუთეზე... დავიბენი, არა ქალბატონო, რა გვჭირს ტუალეტში მოსაწევი, ღიად ვმოქმედებთ მთელი ოჯახითქო. კაიო გამიღიმა და ცოტა ხნის მერე გავბრაზდი, რაჭველივით: აი რო ვეწეოდე ტუალეტში მერე რათქო...

 

მერე ვიარე ბლომად, სანამ იაფიან „ტოჩკებს" ვნახავდი პროდუქტებისთვის. ამასობაში იმდენი მათხოვარი შემხვდა, რომ მთელი ჩემი ეკონომია ამას მოხმარდა და ეს ალბათ ერთადერთი დადებითია, რაც დღეს მოხდა.

 

მერე ამოვედი ჩემს ბერლოგაში. რომელიღაც პარკში პროდუქტებში პატარა ტარაკანი ვნახე, უკვე გაგუდული. თავი იმით დავიმშვიდე, რომ ვიღაცას ამისი მშობლები შეხვდებოდნენ და მე კიდე გამიმართლა იმ ვიღაცასთან შედარებით.

 

მერე გავხსენი ჩემი „ფეისბუქი", ვიფიქრე ცოტა გავხალისდებითქო და დამხვდა გულშეღონებული კომენტატორი, როგორ კადრულობ ამას ფეხმძიმეზეო... უსუფაშვილზე და ხიდაშელზე რო დავწერე გეეხსნათ 4 თითზეთქო ამას არ ვიცი რომელი, მაგრამ ფეხმძიმედ ეგონა. დავაწყნარე არ ინერვიულოთ ქალბატონო გამოთქმაა ეგეთი, თორემ არც დავითია ფეხმძიმედ და არც მისი ცოლი თინათქო. რა ვიცი გაიგო? მგონი ვერა მაინც.

 

მერე მესიჯის საამო ხმა მომესმა, ვიფიქრე, ეგებ რამით განათდეს დღეთქო, დავხედე და „ელიტ ელექტრონიქსი" მეკითხება: გცხელაო?

 

ვზივარ ახლა და ვფიქრობ თეთრ არაგვს მივცე თავი თუ შავს გავყვე. თან გიჟივით ვიცინი!" - წერს სარიშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner