logo_geo
eng_logo
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოაცხადა
- +

25 იანვარი. 2022. 20:19

 

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება.

 

მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.

 

საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

 

პროკურატურის ახალი შენობის პროექტი პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner