logo_geo
eng_logo
მარინა ენდელაძის განცხადებით, ვირუსი რომ არ გართულდეს, ვაქცინა მთავარი იარაღია
- +

25 იანვარი. 2022. 20:41

 

 

მარინა ენდელაძე პირადი გამოცდილებით ამბობს - ვირუსი რომ არ გართულდეს, ვაქცინა მართლაც მთავარი იარაღია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად თანმხლები დაავადებისა, მან კორონავირუსი მარტივად გადაიტანა, რაც აცრის დამსახურებაა.

 

„ვაქცინაცია ძალიან დიდ როლს ასრულებს. მე ვარ სერიოზული რისკჯგუფი - ასაკი და სხვა თანმხლები დაავადება, რომელიც ამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ კორონავირუსი ძალიან მსუბუქად გადავიტანე. პირველ რიგში, ჩვენ [ექიმებს] გვჭირდება დაცვა, რადგან ერთი თანამშრომლის გამოკლებაც კი სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს მუშაობაზე“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 075 154 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 972 745, გარდაიცვალა 14 774 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,„ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner