logo_geo
eng_logo
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი: დღეისათვის უკრაინული დაზვერვა ჩვენი საზღვრის სიახლოვეს ომის დამწყები, დამრტყმელი ჯგუფების ფორმირებას ვერ ხედავს
- +

25 იანვარი. 2022. 20:43

 

 

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დასავლეთს და მოსკოვს შორის იდეოლოგიური განსხვავებები თვალნათლივ წარმოაჩინა.

 

„ფაქტობრივად, ცივ ომთან გვაქვს საქმე. ცივი ომის ახალი ეტაპი გასული წლის 17 დეკემბერს დაიწყო, როდესაც რუსეთმა მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა აშშ-ს. ყოველივე ეს ქმნის მკაცრი ურთიერთდაპირისპირების ერთიან სურათს აშშ-სა და რუსეთს შორის, სადაც აშშ კვლავ გაერთიანებული დასავლეთის ლიდერად გვევლინება. რუსეთს თავდასხმის უნარი არ აქვს. უკვე მერვე წელია, შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ის, რომ ოფიციალურ დონეზე არაა აღიარებული დონბასში რუსი სამხედროების არსებობა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში მხარეს არ წარმოადგენს. მშვენივრად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის არმია. ჩვენ მას უკვე ვებრძვით და დღეისათვის უკრაინული დაზვერვა ვერ ხედავს ჩვენი საზღვრის სიახლოვეს ომის დამწყები, დამრტყმელი ჯგუფების ფორმირებას, ამიტომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული მიმართულებებით ძალების გადასროლა ჯერ არ ხდება“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner