logo_geo
eng_logo
ნორვეგიამ ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა
- +

25 იანვარი. 2022. 22:18

 

 

ნორვეგიამ ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ჯანდაცვის ინსტიტუტის რეკომენდაციით, მთავრობა ქვეყანაში შემომსვლელთათვის კარანტინის ვალდებულებას აუქმებს, ვინაიდან ეს ზომა აუცილებლად აღარ ითვლება. ახალი წესები 26 იანვრიდან ამოქმედდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მანამდე 10-დღიან კარანტინში ყოფნა უწევდა ნორვეგიაში ჩასულ ადამიანს, რომელიც ორჯერადად არ იყო აცრილი ან კორონავირუსი არ ჰქონდა გადატანილი. თუმცა, ხელისუფლების ინფორმაციით, ასეთი მოგზაურების წილი მხოლოდ 7%-ს აღწევს, რაც ვირუსის გავრცელებაში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს.

 

ამასთანავე, ქვეყანაში ჩასული პირები ვალდებულები იქნებიან, ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner