სოციალურ ქსელში მადო გვათუა ავრცელებს ფოტოს, სადაც თავისი შვილი პატრულის თანამშრომელთან ერთადაა. ბავშვი ინკლუზივია. პატრულის თანამშრომელი, გიორგი ჩიტაძე დედა-შვილს ყოველ დილით 51-ე სკოლასთან ხვდება და მათ სკოლამდე მისვლაში ეხმარება.
„მე და ლუკა მადლობას ვუხდით ჩვენს საყვარელ პოლიციელ გიორგის. ასევე, მადლობა შსს-ს ასეთი მაღალი დონის ინტელექტისა და მორალის მქონე კადრისთვის”, – წერს მადო გვათუა.