უცხოური მედიის ინფორმაციით, ლონდონში, ქალაქის ცენტრში მდებარე რასელის სკვერში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელებს დანით დაესხა თავს.
მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება შეძლეს.
ლონდონის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ინციდენტი ტერორისტული აქტი ყოფილიყო. თუმცა სამართალდამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელს აშკარად გამოხატული ფსიქიკური პრობლემები აქვს.