logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ტყუილად გგონიათ ამ ხელისიფლებას ხალხი ზუსტად იმ პარტიით ჩაანაცვლებს, რომლებმაც ადამიანების მკვლელობის ან წამების ბრძანებები გასცეს
- +

26 იანვარი. 2022. 02:46

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

"სისტემა კლაMსო" რომ გაჰყვირით, სისტემა კლავს, როცა სისტემის სათავეში მყოფი პირები იძლევიან მკვლელობის, ან სიკვდილამდე მიყვანის ბრძანებებს: სანდრო გირგვლიანი, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, სულხან მოლაშვილი, ბუტა რობაქიძე, სერგო თეთრაძე და ა.შ. ვრცელი სიაა, ვინც სისტემამ იმსხვერპლა.

როგორც მოსახლეობა იგრძნობს, რომ ასეთ ბრძანებებს სისტემა იძლევა, აქციებზე თქვენი მოწვევა არ დასჭირდებათ, ხელისუფლებასაც წალეკავენ და თქვენც მიგაყოლებენ.

ტყუილად გგონიათ ამ ხელისიფლებას ხალხი ზუსტად იმ პარტიით ჩაანაცვლებს, რომლებმაც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების მკვლელობის ან წამების ბრძანებები გასცეს.

რაც შეეხება ასეთ პოლიციელებს, რომლებიც ცალკე მუნდირს არცხვენენ, ცალკე სახელმწიფოს უქმნიან პრობლემებს, სულაც რომ 200 დიმიტრი გელოვანი ვიპოვოთ, 150 პარლამენტში დავსვათ და 50 მთავრობაში, მაინც გამოჩნდებიან ტვინ და სინდისგამრუდებულები, ისევე როგორც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში.

ასე რომ, დამშვიდდით. თქვენი ძიძგილაობისთვის არ ცხელა არავის. მილიონი გარე და შიდა გამოწვევაა. ამ უაზრობას სჯობს საკუთარი პარტიების გაჯანსაღებაზე იფიქროთ, თორემ 2024-ში იგივე ნატურმორტით მიხვალთ“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner