logo_geo
eng_logo
2016 წლის ივლისში საქართველოში ტურისტების შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

4 აგვისტო. 2016. 11:14



საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განაცხადებით, 2016 წლის ივლისში საერთაშორისო მოგზაურების საქართველოში შემოსვლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.


საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ზრდა +3.5%-ს შეადგენს.


ჩოგოვაძის თქმითვე, ივლისის თვის მაჩვენებლებით, გაზრდილია იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვიც, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).


სტატისტიკის მიხედვით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩნენ: გერმანია +18%, ლიტვა 17%, საბერძნეთი 14%, და გაერთიანებული სამეფო 12%. გიორგი ჩგოვაძის განცხადებით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +575%, სირია +453%, ინდოეთი +368%, ეგვიპტე +263 და საუდის არაბეთი +112%.


2016 წლის პირველი კვარტლში შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7%), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%-ია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner