ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, პარკებსა თუ სკვერებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები გახშირდა.
„დღეს, ცენტრალურ პარკში მიზანმიმართულად დაამტვრიეს ახალგანთავსებული სკამები. ასევე ხშირია სანაგვე ურნების დაწვისა და საბავშვო ატრაქციონების დაზიანების შემთხვევები“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.