logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: „ნაციონალები“ კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათთვის ქვეყანა და საზოგადოება მხოლოდ საშუალებაა საკუთარი ზრახვების ასასრულებლად
- +

26 იანვარი. 2022. 12:09

 

„ნაციონალები“ კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათთვის ქვეყანა და საზოგადოება მხოლოდ საშუალებაა საკუთარი ზრახვების ასასრულებლად“, - იურისტი ზაზა მარიდაშვილი პარლამენტში დაბრუნების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მსჯელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ იმსჯელა პარლამენტში დაბრუნების შესახებ და გამოგვიცხადა გადაწყვეტილებას ამ კვირაშივე გაცნობთო; მათ ბრიფინგზე ითქვა, რომ მთავარი სტრატეგიულ საკითხად სააკაშვილის საკითხი რჩება და ამ საკითხს ცენტრალური ადგილი ეკავა ფრაქციის სხდომაზე; მსჯელობის რეალური არსი კი მარტივია - დესტრუქციული მუხტი ქუჩაში დავტოვოთ თუ პარლამენტში გადავანაცვლოთო; არა ის საგარეო თუ საშინაო გამოწვევები, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დგას, არა ქვეყნის გაჯანსაღებისთვის ფიქრი და მოქმედება, არამედ ბელადის საკეთილდღეოდ და საამებლად დარაზმული „ნაციონალები“ კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მათთვის ქვეყანა და საზოგადოება მხოლოდ საშუალებაა საკუთარი ზრახვების ასასრულებლად“, - წერს ზაზა მარიდაშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner