logo_geo
eng_logo
ხორვატიის პრემიერმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა
- +

26 იანვარი. 2022. 12:41

 

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, ხოლო პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტინგენტი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, არ ვიცი, რომელი სამხედროების გამოყვანას აპირებს პრეზიდენტი. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მთავრობის სახელით უკრაინელებს ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

 

25 იანვარს, ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში ხორვატია NATO-ს ძალების შემადგენლობიდან თავის სამხედრო კონტინგენტს გაიყვანს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner