logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: პაპუაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი
- +

4 აგვისტო. 2016. 11:29


 

„პაპუაშვილი და მისი სამი მოსამართლე ერთმანეთთან კუდებით არიან გადაბმულები წლების მანძილზე",- ასე აფასებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს.

ხაინდრავას განცხადებით, პაპუაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ხელის ბიჭია" და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირველ წლებში მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.


„პაპუაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი, მე მას ვიცნობ 2003 წლიდან, ჩვენ ერთ მაგიდასთან ვისხედით, ხან ერთი მინისტრი იყო, ხან მეორე, ხან მესამე, გამუდმებით რიალებდა იმიტომ, რომ დავალებების უზადო შემსრულებელი იყო ყოველთვის. პაპუაშვილის ბოლო დავალება არის კრიმინალი, ისევე როგორც კრიმინალები არიან მისი თანამონაწილე სამი მოსართლე, კოპალეიშვილი, ამირიძე და ვარძელაშვილი. ეს ადამიანები ერთმანეთთან კუდებით არიან გადაბმულები წლების მანძილზე. ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებას და უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან",- განაცხადა ხაინდრავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner