აშშ-ის ისტორიაში პირველად, პოლიციელი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, ვაშინგტონში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის" მატერიალური დახმარების მცდელობის ბრალდებით პოლიციის ოფიცერი დააკავეს.
The Washington Post-ის ინფორმაციით, 36 წლის ნიკოლას იანგი 3 აგვისტოს დააკავეს. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფოს" წევრებს მატერიალური სახის დახმარებას უწევდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.